ტარიელ ფუტკარაძე დაიბადა 1960 წლის 9 მაისს შუახევის რაიონის სოფელ ტომაშეთში.
განათლება:
შუბნის საშუალო სკოლა (1976);
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1983); იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სტიპენდიანტი;
მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა (1983-1986). საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სახელის ფორმაწარმოების თავისებურებანი სამხრეთ-დასავლურ კილოთა მონაცემების მიხედვით“ (1987); მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება, შიფრი: 10.02.02;
სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „თანამედროვე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა“ (1998); მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება; შიფრი: 10.02.01.
საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელობა:
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა “ქართველური ენათმეცნიერების" ავტორი და ხელმძღვანელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2005-2010); თანახელმძღვანელი – პროფ. მ. ნაჭყებია;
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა "ქართველური ენათმეცნიერების" ავტორი და ხელმძღვანელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2005 -2020); თანახელმძღვანელი – პროფ. მ. ნაჭყებია;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა “ქართველური ენათმეცნიერების" ავტორი და ხელმძღვანელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2005-2020);
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა "ქართველური ენათმეცნიერების" ავტორი და ხელმძღვანელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2008-2020);
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა "ფილოლოგიის" ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2011 წლიდან 2018 წლამდე (თანახელმძღვანელი – პროფ. გ. ალიბეგაშვილი);
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა "ქართული ფილოლოგიის" ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2018 წლიდან (თანახელმძღვანელი 2018 წ. – პროფ. გ. ალიბეგაშვილი; თანახელმძღვანელი 2019 წლიდან – ლ. ბებურიშვილი);
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა "ენათმეცნიერების" ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2011-2019), თანახელმძღვანელი – პროფ. მ. ტაბიძე;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა "ქართული ფილოლოგიის" ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2019 წლიდან ); თანახელმძღვანელი – ფილოლოგიის დოქტორი ლ. ბებურიშვილი;
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა "ქართველური ენათმეცნიერების" ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2011-2018);
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა "ფილოლოგიის" ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2019-2020); თანახელმძღვანელი – პროფ. გ. ალიბეგაშვილი);
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა "ქართული ფილოლოგიის" ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (პროგრამა განახლდა 2020 წელს, მაგრამ აკრედიტაცია არ გაუვლია). თანახელმძღვანელი – ლ. ბებურიშვილი;
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა "ქართული ფილოლოგიის" ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (პროგრამა ხელახლა განახლდა 2020 წლის ოქტომბერში, მაგრამ აკრედიტაციის ცენტრში არ გაუგზავნიათ);
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ქართული, როგორც მეორე ენა) თანახელმძღვანელები – ო. მათეშვილი, ნ. პოპიაშვილი, ზ. ბერია.
პროგრამა მომზადდა და აკრედიტაციის ცენტრში გაიგზავნა 2020 წლის 7 დეკემბერს.
აკადემიური თანამდებობები და სამეცნიერო აქტივობები:
ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი (1983-1990);
თსუ ახალციხის ფილიალის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართული ენის კათედრის პირველი გამგე (1990);
აკად. თედო უთურგაიძისა და აკად. ქეთევან ლომთათიძის წარდგინებითა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორმა, აკად. მაგალი თოდუამ დანიშნა უნივერსიტეტთან არსებული ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად (1992-2011). აღნიშნული უნივერსიტეტის პროფესორი (1999-2020);
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2000);
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი და ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2011-2020); ქართველოლოგიის ცენტრის ელ. მისამართი: https://sangu.edu.ge/ka/article/kartvelologiis-tsentri
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარე (2015-2020);
საქართველოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთა (პროფ. ს. ვარდოსანიძე, პროფ. რ. კოპალიანი) რეკომენდაციით, მისი მონოგრაფია „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ (2019) წარდგენილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 15 სექტემბერს გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს ეროვნული პრემიის მისანიჭებლად;
დიალექტოლოგთა, ეთნოლოგთა და ფოლკლორისტთა ყოველწლიური საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის –„ქუთაისური საუბრები“– ორგანიზატორი 1995 წლიდან;ჩატარდა 16 სიმპოზიუმი; ელ. მისამართი: http://conferences.atsu.ge/Kartvelology/
სამეცნიერო ჟურნალ „ქართველური მემკვიდრეობის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 1996 წლიდან;გამოიცა 24 ტომი; ელ. მისამართი: https://atsu.edu.ge/EJournal/Kartvelology/
საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის – „ქუჯი“ – დამფუძნებელი და რედაქტორი (1999-2001); ელ. მისამართი: http://217.147.235.82/handle/1234/316545
სამეცნიერო-პოპულარული გაზეთის – „ქართული!..“ – დამფუძნებელი და რედაქტორი (1998-2004); ელ. მისამართი: http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/316579
სამეცნიერო ჟურნალის – „ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წელიწდეული“ – ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2009 წლიდან; გამოიცა 12 ტომი; ელ. მისამართი: http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/178671
სამეცნიერო ჟურნალის – „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები“ –დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 2012 წლიდან; გამოიცა 9 ტომი; ელ. მისამართი: https://sangu.edu.ge/ka/article/kartvelologiis-aktualuri-problem
ქართულ-ინგლისურ-სპარსულენოვანი ჟურნალის – „სამეცნიერო აზრი“ – რედაქტორი (2012-2015), გამოიცა 2 ნომერი); ელ. მისამართი: https://sangu.edu.ge/ka/article/kartuli-universitetis-gamotsemeb
სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალ „სვეტიცხოველის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-2014);
ლიტერატურულ ჟურნალ „განთიადის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2010-2020);
ამერიკაში გამომავალ გაზეთ „ერთობის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-2010);
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ EDUCATON –„განათლების" ექსპერტთა საბჭოს წევრი (2009-2014);
ჟურნალ „ჯვარი ვაზისას“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2012-2014).
„ქართული ენის სახელმწიფო პალატის ქუთაისის სამმართველოს“ დამფუძნებელი (1996);
სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის – „ქართველთა (ქართველური) ენა და კულტურა საზღვრებს გარეშე” – დამფუძნებელი (2001);
„იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის” დამფუძნებელი (2004);
„საქართველოს სამეურვეო საბჭოების ასოციაციის“ დამფუძნებელი (2004);
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან არსებული საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2014-2017);
ქართველთა დედაენის საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელი და ფონდის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (ფონდის თავმჯდომარე – ზაზა ბაღდავაძე) (2015-2020);
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2017 -2020).
პროფ. ტ. ფუტკარაძეს გამოქვეყნებული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 330-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის – მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები) და 300-მდე პუბლიცისტური წერილი.
მისი რედაქტორობით გამოქვეყნებულია 50-ზე მეტი მონოგრაფია და სამეცნიერო კრებული/ჟურნალი.
1984-2020 წლებში უხელმძღვანელა დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერხევში, ტაოში; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა 30 დიალექტოლოგიური ექსპედიცია.
(იხ.: ტ. ფუტკარაძე,"პროგრამა-ინსტრუქცია დიალექტოლოგიური (ეთნოლოგიური და ფოლკლორული ტექსტების მომძიებელთათვის", ქუთაისი, 1997, გვ. 1-46. ინგლისური ტექსტი: Programme-Instruction, for the collectors of dialectologic (ethnographic, folklore texst), Kutaisi, 1997, p. 47-60; "ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა").
პროფ. ტ. ფუტკარაძის ხელმძღვანელობით დაცულია 17 სადოქტორო ნაშრომი, დამუშავების სტადიაშია 11.
საერთაშორისო სერტიფიკატი:
"ოქსფორდ მენეჯმენტ კონსალტინგის" (Oxford Management Consultants) საერთაშორისო სერტიფიკატი /მენეჯმენტი და ლიდერობა; ამ სერტიფიკატის მიხედვით უფლება აქვს Oxford Management Consultants-ის სახელით ჩაატაროს ტრენინგების ციკლი ზოგადი სათაურით: "გამოცდილებასა და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდები", რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: ლიდერის უნარ-ჩვევები, კომუნიკაციის თანამედროვე მენეჯმენტი (დისტანციური სწავლება და თანამშრომლობა), პიროვნული უნარ-ჩვევები და გუნდური მუშაობის პრინციპები, დროის მენეჯმენტი, დაგეგმვა და გადაწყვეტილების მიღება და სხვ.
ციტირების ინდექსი – 1000-ზე მეტი.
სამეცნიერო ინტერესების სფერო:
ქართველური ენათმეცნიერება, ქართველოლოგია, ენობრივი პოლიტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა.
პოლიტიკური კარიერა და საზოგადოებრივი აქტიურობა:
საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრი (1989);
საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან: «მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო» (1990 წლიდან);
ქ. ბათუმის პრეფექტი (1991); 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თემაზე საქართველოში ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ორგანიზატორი აჭარაში.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი);საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებიდან მალევე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის – ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერით, ქედის, შუახევისა და ხულოს პრეფექტებთან (სანდრო ბერიძე, შოთა ფუტკარაძე, ბეჟან გობაძე) ერთად ორგანიზება გაუწია აჭარის ავტონომიის გასაუქმებლად რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას; კერძოდ, ზემო აჭარის რაიონების საკრებულოთა ყველა წევრმა ხელი მოაწერა მიმართვას საქართველოს უზენაესი საბჭოსადმი, რათა გაუქმებულიყო რუსეთისა და ოსმალეთის გარიგებით შექმნილი აჭარის უკანონო ავტონომია. პრეფექტებისა და საკრებულოების მოთხოვნას კრემლის მხარდაჭერით შეეწინააღმდეგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით დაგეგმა ძალადობაზე ორიენტირებული მიტინგი. მიტინგის დღეს მოსალოდნელი სისხლისღვრის ასაცილებლად ტარიელ ფუტკარაძე ჩავიდა თბილისში და ზვიად გამსახურდიას სთხოვა, გადაეყენებინა ასლან აბაშიძე.ზვიად გამსახურდიამ 26 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე თავი შეიკავა აბაშიძის გადაყენებისაგან. ბათუმის მიტინგის შემდეგ პროცესები არეულობაში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა ნოდარ იმნაძის მკვლელობა.საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა არ გადააყენა ასლან აბაშიძე, რის გამოც ტარიელ ფუტკარაძე გადადგა პრეფექტობიდან;
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მდივანი (1990-91). ამავე კომისიის თავმჯდომარე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დევნილობის ბოლო პერიოდში (1999 წლიდან);
სახელმწიფო გადატრიალების (1991-1992, დეკემბერ-იანვარი) შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას; დევნილი უზენაესი საბჭოს გროზნოს (1992-1993), ზუგდიდის (1993) და თბილისის (1998-2005) სესიების მონაწილე. კანონიერი ხელისუფლების ლეგიტიმურობის შენარჩუნების მიზნით უარი აქვს ნათქვამი სადეპუტატო პენსიაზე (როგორც უზენაესი საბჭოს წევრი, სადეპუტატო პენსიის აღებას არ აპირებდა მანამ, სანამ სასამართლოს წესით არ შეფასდებოდა 1991-1992 წლების პუტჩი).
საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შესწავლის მიზნით საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით (#-174) 2004 წლის 21 თებერვალს შექმნილი სამმხრივი სახელმწიფო კომისიის წევრი (კომისიის სხვა წევრები: ერთი მხრივ – ი. მერაბიშვილი, ი. ოქრუაშვილი, ზ. ადეიშვილი, მეორე მხრივ – მ. არჩვაძე-გამსახურდია, ტ. ფუტკარაძე, მ. რაფავა, მესამე მხრივ – საზოგადოებრიობის წარმომადგენლები: მ. ტაბიძე, გ. ანდრიაძე).
ოჯახი: მეუღლე – ია ვაშაკიძე; შვილები: ნათია, რატი, ცოტნე.